Accentnews.ge
მედია – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შვილი ცემეს, საქმეში სავარაუდოდ, სამართალდამცველები ფიგურირებენ

მედია – ეკონომიკის ყოფილი მინისტრის შვილი ცემეს, საქმეში სავარაუდოდ, სამართალდამცველები ფიგურირებენ

19/08/2019 05:10:51 სხვა, სამართალი

ეკონომიკის ყოფილი მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის შვილი ირაკლი ქუმსიშვილი ცემეს, – იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2". 

მისივე ცნობით, საქმეში სამართალდამცველებიც ფიგურირებენ. "ქუმსიშვილის შვილისთვის მიყენებული დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მისი ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. "რუსთავი 2" –მა ექსკლუზიურად მოიპოვა ღუდუშაურის კლინიკაში გადაღებული ფოტო, რომელზეც დიმიტრი ქუმსიშვილი ჩანს. ფაქტები, როგორც შს სამინისტროში, ისე ღუდუშაურში დავაზუსტეთ. კლინიკაში ინფორმაცია დაადასტურეს. ძალოვანი უწყებიდან კი შეგვატყობინეს, რომ ჩხუბი პეტრიაშვილის ქუჩაზე, რესტორან "ღვინის ქარხანა გალერია"-ში მოხდა. ირკვევა, რომ ქუმსიშვილის ვაჟს და მის მეგობარს უთანხმოება დაცვის სამსახურთან მოუვიდათ. ადგილზე გამოძახებულ პოლიციას კი წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმე ძალადობის მუხლით არის აღძრული", – იუწყება "რუსთავი 2". 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S