Accentnews.ge
"ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო"

"ვიწყებთ პროტესტს სკოლის სახელმძღვანელოში ბელადი ბიძინას დიდების შეტანის გამო"

05/12/2021 14:53:57 პოლიტიკა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ხვალიდან სკოლის სახელმძღვანელოში ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილის მადიდებელი შინაარსის ტექსტების შეტანის გამო პროტესტს იწყებს.

მისი თქმით, პროტესტი სხვადასხვა ფორმის იქნება და შედეგის მიღწევამდე გაგრძელდება. ელენე ხოშტარია საზოგადოებას მოუწოდებს, შეუერთდნენ მას.

მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გაავრცელა ფოტო ერთ-ერთი სასკოლო სახელმძღვანელოდან, რომელშიც მისი თქმით, ივანიშვილს ადიდებენ:

:"ამ საბჭოთა სიმახინჯეზე მიიღებთ პასუხს, თან მწარეს! არ გავჩერდებით, სანამ ეს სიმახინჯე არ გამოსწორდება. სკოლის სახელმძღვანელოში ბელადის დიდება მოინდომეს", - წერს ხოშტარია სოციალურ ქსელში.

აღსანიშნავია, რომ განათლების სამინისტროს მიერ გრიფირებულ სხვა სახელმძღვანელოებშიც ვხვდებით ბიძინა ივანიშვილის შესახებ მსგავსი შინაარსის ტექსტებს. ერთ-ერთი მაგალითია გამომცემლობა დიოგენეს მე-9 კლასის ისტორიის წიგნიც:

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S