Accentnews.ge
საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები წესდება

საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე შეზღუდვები წესდება

19/08/2019 04:25:51 სხვა, საზოგადოება

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 125 კმ-ზე, მდინარე „თერგზე“ არსებულ სახიდე გადასასვლელზე სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულის გამო, გზის ამ მონაკვეთზე, 2019 წლის 19-22 აგვისტოს, ყოველდღე, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დეპარტამენტის ცნობით, დღე-ღამის დანარჩენ პერიოდში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალი იქნება. მოძრაობა საპატრულო პოლიციის ზედამხედველობითა და კოორდინაციით განხორციელდება.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S