
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 19 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
19/08/2019 04:14:43 სხვა, საზოგადოება
დღეს თბილისის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. "თელასი" ამის მიზეზად გეგმურ-პროფილაქტიკურ სამუშაოებს ასახელებს.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი წავკისის და ოქროყანის მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჩნაძის, თაბუკაშვილის, ფხოვის, ბარათაშვილის, ნიშნიანიძის, პუშკინის, ვეკუას, ათონელის, ფურცელაძის და ხაზინის ქუჩების მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, სარაჯიშვილის, კრუპსკაიას, წერეთლის, ფოცხიშვილის, რიონის, ულიანოვის, ანდრონიკაშვილის, ლიბანის, ჭედიას, კაჭარავას, ლაზოს, გაგრის, სალხინოს, ჯანჯღავას, იპოლიტოვ-ივანოვის, კობერიძის, ბარისახოს და უწერის ქუჩების მცხოვრებლებს.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, ომარ ხიზანიშვილის, ქერჩის, ნუგზარ კალანდაძის, რამაზ გოგიაშვილის, თეიმურაზ ბატონიშვილის, ხუდია ბორჩალოელის, ელეონორა ტერფარსეგოვა-მახვილაძის, ხოჭის ტბის, მახვილაძის და კობახიძის ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონი
10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაგზლის მოედნის, გადასასვლელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიის, ხუდადოვის, ეროსი მანჯგალაძის, ვახტანგ მახალდიანის, ზაქრაძის, ლალიონის, ცოტნე დადიანის, ახტალის, ბახმაროს, გომარეთის და ლეჩხუმის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ორხევის დასახლების, ცურტაველის, მაისურაძის, თვალჭრელიძის, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, ფიროსმანის, წუწუნავას, გოკიელის, ბანეთიშვილის, ესენინის და მერაბ კოსტავას ქუჩების მცხოვრებლებს.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საბურთალოს, ცინცაძის და ბახტრიონის ქუჩების მცხოვრებლებს.
კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის და აღნიშნავს, რომ სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგება.