
მეტროში მგზავრი გარდაიცვალა
16/08/2019 15:06:14 სხვა, სამართალი
მეტროს სადგურ „უნივერსიტეტში“ მგზავრი გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, შუა ხნის მამაკაცი შეუძლოდ ექსკალატორზე მგზავრობის დროს გახდა, მეტროპოლიტენის თანამშრომლებმა ესკალატორი გააჩერეს და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა მედპერსონალის მოსვლამდე მგზავრი გარდაიცვალა.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.