Accentnews.ge
მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

16/08/2019 13:02:19 სხვა, სამართალი

ბაკურიანში, კოხტასძირის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებარე კორპუსიდან 56 წლის მამაკაცი ჩამოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრებია. იგი ბაკურიანში, ერთ- ერთ მშენებარე საცხოვრებელ კორპუსში მუშად მუშაობდა. მამაკაცი მეოთხე სართულზე იმყოფებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მას ფეხი დაუცდა და ჩამოვარდა. ცხედარი ამ დროისთვის ახალციხის პროზექტურაშია გადასვენებული.

საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ბრალდება დამტკიცების შემთხვევაში 2-დან 5 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S