
სვანეთში გაუჩინარებულ ტურისტებს ეძებენ
14/08/2019 19:13:58 სხვა, სამართალი
სვანეთში სამ უცხოელ ტურისტს ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებენ, 112-ში შევიდა შეტყობინება, რომ ტურისტები თეთნულდზე გაუჩინარდნენ.
„შეტყობინება შემოვიდა, რომ სვანეთში, თეთნულდზე სამი ტურისტი დაიკარგა. ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით მიმდინარეობს“,-აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში.
სამივე დაკარგული ტურისტი ქალია. ისინი ბელარუსიდან არიან.