
ვალეში სამი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
14/08/2019 14:23:17 სხვა, სამართალი
ხანძრის შედეგად ადიგენის რაიონის სოფელ ვალეში სამი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ჯერ ერთ სახლში გაჩნდა და შემდეგ მეზობლად არსებულ შენობებზე გავრცელდა. ადგილზე ექვსმა სახანძრო მანქანამ და 30 მეხანძრემ იმუშავა.
ამ დროისთვის ცეცხლი ლიკვიდირებულია, თუმცა განადგურდა სამივე სახლი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.