
მილანში საქართველოს მოქალაქე დააკავეს
14/08/2019 09:17:46 სხვა, სამართალი
მილანში პოლიციამ ბინის გაქურდვის მცდელობისას საქართველოს მოქალაქე დააკავა,– ამის შესახებ იტალიური მედია იუწყება.
ამავე წყაროს ცნობით, 27 წლის მამაკაცი 13 აგვისტოს მილანში მდებარე ერთ-ერთ სახლში აიყვანეს, რომლის გაქურდვასაც ის აპირებდა. ჩხრეკის დროს ამოღებულია ძვირფასეულობა.
პოლიციის ცნობით, ქურდობის შესახებ სამართალდამცავებს ცხელი ხაზის საშუალებით შეატყობინეს.