Accentnews.ge
თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და 5 რეგიონი, სადაც ბოლო 24 საათში კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

10/11/2021 06:55:02 საზოგადოება

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 5 751 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 78 ადამიანი, 3 647 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

  • ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 57 046 კვლევა ტესტით, მათ შორის 35 082 კვლევა ანტიგენის ტესტით და 21 964 PCR ტესტით.
  • დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 10.08%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 9.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.41%.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 5 751 ახალი შემთხვევიდან:

  • თბილისში გამოვლენილია 2 012 შემთხვევა,
  • აჭარა - 210,
  • იმერეთი - 1 049,
  • ქვემო ქართლი - 474,
  • შიდა ქართლი - 550,
  • გურია - 124,
  • სამეგრელო - ზემო სვანეთი - 377,
  • კახეთი - 548,
  • მცხეთა-მთიანეთი - 140,
  • სამცხე-ჯავახეთი - 210,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 57.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 55 562 საიდანაც:

6 806 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 630, აჭარაში - 596, იმერეთში - 1 440.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 693 პირი, მათ შორის, თბილისში - 669, აჭარაში - 124, იმერეთში - 509. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 363 პირი, მათგან თბილისში - 205, აჭარაში - 38, იმერეთში - 29.

1 276 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 818 - თბილისში, 275 - აჭარაში.

47 480 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 54 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 54, ხოლო აჭარაში - 0.

სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 9 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 270 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 49 841 ადამიანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S