
ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს
09/11/2021 11:20:43 საზოგადოება
კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გლდანის ციხეში რესპუბლიკური საავადმყოფოდან გადაიტანეს. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროში ადასტურებენ.
გუშინ გლდანის ციხის სამკურნალო დაწესებულებაში ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს. მოგვიანებთ, ადგილზე კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი მიიტანის კადრები გავრცელდა. ადვოკატები და ექიმთა ნაწილი სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ საავადმყოფოში გადაყვანას მოითხვდა გლდანის ციხის არასათანადო აღჭურვილობის გამო.
ცნობისთვის: ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოს სასამართლოებმა ორ საქმეზე სცნეს დამნაშავედ და კიდევ რამდენიმე საქმეზე მას ბრალდებულის სტატუსი აქვს, ქვეყანაში თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე დაბრუნდა. იგი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. ექს–პრეზიდენტი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების შემდეგ შიმშილობს. სააკაშვილის თქმით, 8 ნოემბერს იგი რუსთავის საპატიმრო დაწესებულებიდან გლდანის ციხის საავადმყოფოში მოტყუებით მიიყვანეს, ხოლო ადგილზე მისულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.