Accentnews.ge
ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, როდის ჩაერიცხება 200–ლარიანი დანამატი 60 წლის ზემოთ ასაკის პირს, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს

ჯანდაცვის სამინისტრო განმარტავს, როდის ჩაერიცხება 200–ლარიანი დანამატი 60 წლის ზემოთ ასაკის პირს, რომელიც ვაქცინაციას 1 იანვრამდე ჩაიტარებს

09/11/2021 09:58:35 საზოგადოება

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 200-ლარიან ერთჯერად დანამატს მიიღებს 60 წლის და ზემოთ ასაკის ნებისმიერი პირი, რომელიც ვაქცინაციას 31 დეკემბრის ჩათვლით ჩაიტარებს.

უწყების ცნობით, ფულადი დანამატი პირველი აცრის გაკეთების შემდეგ გაიცემა.

„ვაქცინირებულ პირთა შესახებ ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტოს თვის განმავლობაში ორჯერ, პირველ და 15 რიცხვში მიეწოდება. სააგენტო ვაქცინირებული პირისთვის თანხის ჩარიცხვას, ინფორმაციის მიღებიდან, მომდევნო ხუთი სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფს. იმ ბენეფიციარების დაფინანსება კი, რომელთა დახმარების გაცემა 2021 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდება, თანხას მომდევნო წლის დასაწყისში მიიღებენ“, – აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S