Accentnews.ge
ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

ქართველმა მოსწავლეებმა ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე გამარჯვება მოიპოვეს

12/08/2019 09:13:41 სხვა, საზოგადოება

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 199-ე საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლისაგან შემდგარმა გუნდმა ინფორმატიკის 31-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე სამი მედალი მოიპოვა.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ნიკოლოზ ბირკაძემ – ოქროს, ხოლო თეიმურაზ თოლორაიამ და ბაქარ გამეზარდაშვილმა ბრინჯაოს მედლები დაიმსახურეს. მედლის გარეშე დარჩა გუნდის მეოთხე წევრი დავით ხვედელიძე.

საერთაშორისო ოლიმპიადა 4-11 აგვისტოს აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაიმართა და მასში 88 ქვეყნის 327 მოსწავლე მონაწილეობდა.

გუნდს თან ახლდნენ მწვრთნელები: გუნდის ლიდერი პროფ. გიორგი მანდარია, ლიდერის მოადგილე ზაზა გამეზარდაშვილი და გუნდის ასისტენტი გურამ ქოთოლაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S