Accentnews.ge
"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა"

"ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს, გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა"

11/08/2019 10:17:27 სხვა, საზოგადოება

დღეს ვცხოვრობთ ისევ რთულ დროს, ისევ არამშვიდი დროა, მაგრამ ჩვენ უნდა გავუძლოთ ამას. მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციო ჩვენს ახალგაზრდობას. ჩვენი ახალგაზრდობა ჭკვიანია, ბრძენია, მაგრამ ბოროტი ძალა ცდილობს გამოსტაცოს ღმერთს ჩვენი ახალი თაობა, - ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა სამების ტაძარში ქადაგებისას ბრძანა

„იმედი მაქვს, რომ ჩვენი ახალგაზრდობა გაუძლებს განსაცდელს ,რომელშიც იმყოფებიან დღეს. ჩვენ ვცდილობთ მაგალითი ავიღოთ სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი წარსული, ისეთი გამოცდილება, რომ სხვებმა უნდა აიღონ მაგალითი ჩვენგან, ჩვენი ახალგაზრდობისგან",- ბრძანა პატრიარქმა.

როგორც პატრიარქმა ბრძანა, მომავალმა თაობამ მაგალითი საკუთარი წარსულისგან და წინაპრებისგან უნდა აიღოს.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S