Accentnews.ge
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

11/08/2019 09:42:39 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის წარმომადგენელი კაჭრეთში არასამთავრობო ორგანიზაცია CENN-ის მიერ ორგანიზებული საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს შეხვდა და ატმოსფერული ჰაერის პოლიტიკის შესახებ ესაუბრა. ამის შესახებ „აქცენტს“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრის ძირითადი ნაწილი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს დაეთმო როგორიცაა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მდგომარეობა დედაქალაქსა და რეგიონებში, ძირითადი დამბინძურებლები და ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისათვის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში გაგრძელდა, რის შემდეგადაც მონაწილეებმა ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ქმედებების შესახებ საკუთარი მოსაზრებები წარმოადგინეს.

„გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აგრძელებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებით ლექციებისა და შეხვედრების გამართვას, რომლის მიზანია დაინტერესებულმა საზოგადოებამ მიიღოს სანდო ინფორმაცია ატმოსფერული ჰაერის დაცვის პოლიტიკის, დაბინძურების გამომწვევი მიზეზებისა და ადამიანის ჯანმრთელობაზე ჰაერის ხარისხის ზეგავლენის შესახებ.

შეხვედრის დასასრულს მონაწილეები ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალს -air.gov.ge, მისი გამოყენების ინსტრუქციას და პორტალზე განთავსებულ ინფორმაციას გაეცნენ.“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S