Accentnews.ge
"ვისაც პოლიტიკაში წამყვანი ადგილი უკავია, არ დავუპირისპირდები"

"ვისაც პოლიტიკაში წამყვანი ადგილი უკავია, არ დავუპირისპირდები"

26/10/2021 08:54:03 საზოგადოება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ იგი არასდროს არავის უპირისპირდება და არც ახლა აპირებს ისეთ ადამიანებთან დაპირისპირებას, რომლებიც პოლიტიკაში წამყვან თანამდებობებზე არიან. ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რატომ ვერ მოახერხა პრემიერის დარწმუნება სავალდებულო ვაქცინაციაზე.

"ამირან გამყრელიძე არავის არასოდეს უპირისპირდება, მით უმეტეს, იცით, რომ მე პოლიტიკურ განცხადებებს დიდი ხანია, არ ვაკეთებ და მით უმეტეს, პოლიტიკურ პიროვნებებსა და ადამიანებს, ვისაც საქართველოს პოლიტიკაში ყველაზე წამყვანი ადგილი უკავიათ, მე მათ არ დავუპირისპირდები. ამიტომ, ეს თემა მოხსენით, რომ მე ვინმეს ვუპირისპირდები ან ვინმე მე მიპირისპირდება. საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო, იმიტომ არის მულტისექტორული, რომ იქ თავისუფლად გამოთქვამს ყველა თავის მოსაზრებას. მე მაქვს საკმაო გამოცდილება - საექიმო, სამეცნიერო, პედაგოგიური, რა ვიცი, ყველანაირი გამოცდილება, მე ჩემს გამოცდილებას ვაზიარებ და ვუზიარებ. ეს არის ამირან გამყრელიძის მოსაზრება, ერთი ჩვეულებრივი ექიმის, რომელსაც დღეს სერიოზული პოზიცია და თანამდებობა უკავია", – განაცხადა გამყრელიძემ.

რამდენიმე დღის წინ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც საკოორდინაციო საბჭოს ხელმძღვანელობს განაცხადა, რომ სავალდებულო ვაქცინაციას არ დაუშვებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S