
გამყრელიძე – ვაქცინაციაზე: "ვაღიარებთ, დავაკელით, საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო"
26/10/2021 08:48:01 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის თაობაზე "საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო".
"როცა მეკითხებიან რა დავაკელით, ჩემი პასუხია, რომ დავაკელით, ვაღიარებთ იმას, რომ საკომუნიკაციო კამპანია კიდევ უფრო ძლიერი და კიდევ უფრო აგრესიული უნდა ყოფილიყო. თუმცა ჩვენ ქართველებს გვაქვს კარგი გამოთქმა, "სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს", ამიტომ როცა გვაკრიტიკებენ რატომ ადრე არ დაიწყეთ, ასე შემდეგ, იცით, ამაზე პასუხი მაქვს, რომ ეს უნდა დაიწყოთ მაშინ, როცა გაქვს შესაბამისი ვაქცინები", – აცხადებს გამყრელიძე.