Accentnews.ge
"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" პროკურატურას მოუწოდებს,  გამოიძიონ იორმუღანლოში მერის წარმომადგენლის მიერ ადგილობრივების მიწის შესაძლო მიტაცების ფაქტი

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" პროკურატურას მოუწოდებს,  გამოიძიონ იორმუღანლოში მერის წარმომადგენლის მიერ ადგილობრივების მიწის შესაძლო მიტაცების ფაქტი

26/10/2021 08:02:46 საზოგადოება

"სოციალური სამართლიანობის ცენტრი" (ყოფილი EMC) საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს, დროულად გამოიძიონ იორმუღანლოს თემში მერის წარმომადგენლის მიერ სოფლის მცხოვრებლების საკუთრების შესაძლო მიტაცების ფაქტი.

„ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, უკვე წლებია, რაც თემში მერის წარმომადგენელი მ. ი. სოფლის საძოვრებისა და მოსახლეობის მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთებთან დაკავშირებით იღებს უკანონო გადაწყვეტილებებს.

კერძოდ, მასთან დაკავშირებული პირები კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე იძენენ საკუთრების უფლებას და შემდგომ ამ მიწყებს ყიდიან. ამასთან ერთად, მ. ი. და მისი ოჯახის წევრები ემუქრებიან სოფლის მოსახლეობას, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას.

კერძოდ, მ. ი., როგორც მერის წარმომადგენელი, მონაწილეობს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მიწის აღიარების კომისიის საქმიანობაში, რა დროსაც სავარაუდოდ ხელს უწყობს ყალბი დოკუმენტების შექმნას, გაცემას, რის შემდგომაც კონკრეტული პირები იძენენ საკუთრების უფლებას მიწის ნაკვეთებზე. აღნიშნული მიწის ნაკვეთები უმეტესად დუზაგრამის მაცხოვრებლების მართლზომიერ მფლობელობაშია და მიუხედავად იმისა, რომ მერის წარმომადგენლისათვის ცნობილია მფლობელობის შესახებ, იგი ამ ფაქტს სავარაუდოდ მალავს და ფაქტობრივი გარემოებების შესწავლის გარეშე აწვდის ინფორმაციას მიწის აღიარების კომისიის წევრებს.

შედეგად, კომისია გასცემს ცნობებს, რომლის საფუძველზეც სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკუთრების უფლების რეგისტრაციის გადაწყვეტილებას იღებს, მართლზომიერი მფლობელები კი მიწის გარეშე რჩებიან“, – ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ გამოძიების დასრულებამდე მერის წარმომადგენლისთვის უფლებამოსილების შეჩერებას მოითხოვს.

„ასევე, არსებითია გამოძიებამ გამოკვეთოს სხვა თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეების შესაძლო მონაწილეობის საკითხი ამ უკანონო პრაქტიკაში.

შესაბამის უწყებებს უზრუნველყონ ადგილობრივი გლეხების დარღვეული ქონებრივი უფლებებისა და ინტერესების აღდგენა და დაცვა“, — აცხადებს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S