
აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა – ბიძგები იგრძნობოდა საქართველოში
10/08/2019 07:39:56 სხვა, საზოგადოება
აზერბაიჯანში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმური მონიტორინგის ცენტრში აცხადებენ, მიწისძვრის სიმძლავრემ დაახლოებით 5.1 მაგნიტუდა შეადგინა.
მიწისძვრის ეპიცენტრი აზერბაიჯან-საქართველოს საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობდა, თუმცა ბიძგები საქართველოში, მათ შორის დედაქალაქში – თბილისშიც იგრძნობოდა.