Accentnews.ge
"ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან"

"ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან"

26/10/2021 07:28:01 საზოგადოება

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი გაიზრდება, სიკვდილიანობის მაჩვენებლი დაიწევს.

„ეპიდვითარების გაუმჯობესება პირდაპირ კავშირშია ვაქცინაციის გაზრდასთან. თუ მოვახერხეთ და ვაქცინაციის მაჩვენებელი ავწიეთ, როგორიც გვქონდა აგვისტო-სექტემბერში, აქტიურად დავასტაბილურებთ ეპიდვითარებას, განსაკუთრებით დავწევთ ქვევით ყველაზე მძიმე მაჩვენებელს, როგორიც არის სიკვდილიანობა. მოგეხსენებათ, ბალტიისპირეთის ქვეყნებში მდგომარეობა გართულდა, შემთხვევათა რაოდენობა საკმაოდ დიდია, 2000-3000-4000 ყოველდღიურად, მაგრამ სიკვდილიანობა დაბალია, რადგან მოსახლეობის 50-60% აცრილია. თუ მოვახერხებთ, რომ ამ მაჩვენებელზე ავიდეთ, ეპიდვითარება თანდათან დასატაბილიზირდება, ჩვენ მოგვიწვეს თანაცხოვრება კოვიდინფექციასთან, რომელიც ლეტალურ გამოსავლებს აღარ მოგვიტანს, ან მოგვიტანს მინიმალური რაოდენობით“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 762 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 43 პაციენტი, 3 953 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S