
თბილისში საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა
10/08/2019 06:00:24 სხვა, საზოგადოება
თბილისში, წერეთლის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მთლიანად დაიწვა ბინა.
ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ–ჯერობით უცნობია.