Accentnews.ge
გაბუნია განმარტავს, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

გაბუნია განმარტავს, გახდება თუ არა ვაქცინაცია სავალდებულო

13/10/2021 13:22:02 საზოგადოება

ვაქცინაციის ნელი ტემპისა და კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობის დრამატული მატების ფონზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ვაქცინაციაზე გადაწყვეტილება მოქალაქეებმა თავად უნდა მიიღონ, თუმცა შესაძლებელია, გარკვეული მოთხოვნების დაწესებაც.

„ვაქცინაციის შესახებ გადაწყვეტილება პირმა თავად უნდა მიიღოს. რა თქმა უნდა, არჩევანის ფარგლებში შესაძლებელია გარკვეული მოთხოვნების დაწესება იმაზე, თუ რა იქნება დაშვების პირობა კონკრეტულ ბიზნესგარემოში თუ გასართობ ღონისძიებებზე. ამაზე მიდის მუშაობა, მწვანე საშვის თემა ბევრ ქვეყანაში დაშვებულია, ჩვენს მეზობელ ქვეყნებში აღიარებულია. ამდენად, აქ არჩევანის უფლება აუცილებლად განიხილება – პისიარტესტირება, ვაქცინაციის სტატუსი ან გადატანილი დაავადება, ამ მხრივ მუშაობა მიდის“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, გაბუნიამ ინფიცირების შემხვევების ზრდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეპიდვითარება განსაკუთრებით კახეთის რეგიონში მძიმდება:

„ვფიქრობთ, კახეთში ეს უკავშირდება რთველის სეზონს. შესაძლოა, გარკვეული სოციალური ღონისძიებები, თავშეყრა იყო. წვიამიანი სეზონი იყო და როგორც ჩანს, ეს ყველაფერი შენობებში ხდებოდა, რამაც ინფექციის გავრცელებას შეუწყო ხელი. გარკვეული მატება აღინიშნება უფრო ახალგაზრდა ჯგუფებში, შესაძლებელია, სტუდენტებშიც იყოს ინფექციის უფრო აქტიური გავრცელება, ვიდრე აქამდე იყო. მათი მცირე ნაწილია ვაქცინირებული და აკადემიურ გარემოში ვირუსის გავრცელების რისკი არსებობს“.

მისი თქმით, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის მატება ჯერ არ ფიქსირდება, რაც იმედისმომცემი ნიშანია და შეიძლება, იყოს ვაქცინაციის ეფექტიც.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღეა, საქართველოში კოვიდ–ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 5 000–ს აღწევს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S