
სააკაშვილს მიტროპოლიტი ნიკოლოზი ხვდება
13/10/2021 13:15:09 საზოგადოება
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად რუსთავის #12 საპატიმრო დაწესებულებაში კუმურდოს მიტროპოლიტი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი შევიდა.
მან მედიასან კომენტარი არ გააკეთა, თუმცა პირობა დადო, რომ დეტალებზე აუდიენციის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.
ცნობისთვის: ფაჩუაშვილმა ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას მოითხოვს.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების დღიდან შიმშილობს. ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იუწყებიან.