Accentnews.ge
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი შესაძლოა, ექიმთა ჯგუფმა გაუწიოს

სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი შესაძლოა, ექიმთა ჯგუფმა გაუწიოს

13/10/2021 13:03:54 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხელ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მონიტორინგი შესაძლოა, ექიმთა ჯგუფმა გაუწიოს, რომელთა შორისაც სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძეც იქნება. აღნიშნულის თაბაზე ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა დღეს გაიმართა, რომელსაც ექიმებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი და მისი მოაგლეც ესწრებოდნენ.

„შეხედრის მიზანი იყო ის, რომ შეგვექმნა მობილური ჯგუფი, რომელიც ბატონი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობს დააკვირდებოდა. კომისიის წევრები კარგი ექიმები არიან. ოთხივეს კარგად ვიცნობ“,– განაცხადა ყიფშიძემ.

თემაზე კომენტარი დღეს მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამაც გააკეა:

„საჭიროების შემთხვევაში და პენიტენციური სამსახურის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად, თავად მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნის შემთხვევაში, ჯანდაცვის სამინისტროს შეუძლია, კონსილიუმის ფორმატში ექსპერტების მობილიზება და საკითხის შესწავლა პაციენტის უფლებებისა და კანონის დაცვით. დღეს, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტების ჩამონათვალს მივაწოდებთ. პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მითითების შესაბამისად გავაგრძელებთ საქმიანობას. მიხეილ სააკაშვილთან ჯგუფის შეხვედრისა და ექსპერტების საქმიანობის დეტალები შეთანხმებული იქნება და განისაზღვრება პენიტენციური სამსახურის ჯანდაცვის დეპარტამენტის მოთხოვნის შესაბამისად, ეს დეტალები ახლა არ ვიცი. როგორც კი, იუსტიციის მინისტრისგან მითითებაა მივიღებთ, ამის შესაბამისად ვიმოქმედებთ. დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძეც. ფორმატი, რომ ერთიანი მუშაობა განხორციელდეს კონსულიუმის რეჟიმში, ყველასთვის მისაღებია“.

ცნობისთვის: იუსტიციის სამინისტრომ ჯანდაცვის მინისტრს მიმართა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ანალიზის მიზნით, ექიმთა მულტიფუნქციური ჯგუფი შეიქმნას.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს და დაკავების დღიდან შიმშილობს. ადვოკატები მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ იუწყებიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S