
საქართველოში რეინფიცირების 10 000–მდე შემთხვევაა გამოვლენილი
12/10/2021 11:34:28 საზოგადოება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით საქართველოში რეინფიცირების 10 000–მდე შემთხვევაა დადასტურებული.
აღნიშნულის შესახებ გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ბაზებზე ბოლო გადატარებით რეინფიციების დაახლოებით, ცხრიდან ათი ათასამდე შემთხვევა გვაქვს დადასტურებული“, – განაცხადა გამყრელიძემ.