Accentnews.ge
ადვოკატი – სააკაშვილზე: "გადაადგილების პრობლემა აქვს"

ადვოკატი – სააკაშვილზე: "გადაადგილების პრობლემა აქვს"

12/10/2021 10:43:43 საზოგადოება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. კერძოდ, როგორც ადვკატმა საპატიმროში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, სააკაშვილს გადაადგილებასა და მეტყველებასთან დაკავშირებით პრობლემები აქვს, ასევე დაუსივდა ფეხებიც.

"ყველას უნდა გვესმოდეს, რომ უკვე შიმშილობა შედის საკმაოდ რთულ ფაზაში და ამის შედეგებს უკვე თვალნათლივ ვხედავთ. გადაადგილებასთან დაკავშირებით არის პრობლემები, ასევე მისი განცხადებით ფეხები დაუსივდა მიშას, მისი საუბრის მოტორიკა, მისი მოძრაობა გადაადგილება მკაფიოს და ნათელს ხდის, რომ შიმშილობის ნეგატიური შედეგები სახეზეა. ამის მიუხედავად მიშა მხნედაა, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ შიმშილობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას უფრო მეტად გამოიწვევს და უფრო დაამძიმებს", - თქვა ბასილაიამ.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. ის მე-12 დღეა შიმშილობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S