Accentnews.ge
„ბუსტერი“ კეთდება „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ფაიზერით“ – როგორ და როდის უნდა მივიღოთ მესამე დოზა

„ბუსტერი“ კეთდება „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ფაიზერით“ – როგორ და როდის უნდა მივიღოთ მესამე დოზა

12/10/2021 09:35:18 საზოგადოება

50 წლის ზემოთ ასაკის პირებს და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს თვის ბოლოდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის მიღება შეუძლიათ.

აღსანიშნავია, რომ „სინოფარმით“, „სინოვაკით“, „ფაიზერით“ თუ ასტრაზენკათი აცრილმა პირებმა ე.წ. ბუსტერი მეორე დოზით აცრიდან 6 თვეში უნდა მიიღონ.

„ბუსტერი“ კეთდება როგორც „სინოფარმით“, „სინოვაკით“, ისე „ფაიზერით“, იმის მიხედვით, რომელი ვაქცინით იყო აცრილი პირი, მაგრამ არ ტარდება „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აცრილ პირებს შეუძლიათ, „ბუსტერი“ „ფაიზერის“ ვაქცინით ჩაიტარონ.

  • ვაქცინაცია შესაძლებელია, ჩატარდეს რეგისტრაციით და მის გარეშეც.
  • პირს, რომელიც ქრონოკული დაავადების მატარებელია, მაგრამ არ შესრულებია 50 წელი, ამცრელ პუნქტში უნდა წარადგინოს ექიმის ცნობა ან ფორმა–100, რომელიც მის ჯანმრთელობის სტატუსს დაადასტურებს.
  • 50–წელს ზემოთ ასაკის პირებს ცნობის წარდგენა არ სჭირდებათ.

ამასთან, განისაზღვრა დამატებითი დოზის ჩატარების შესაძლებლობა: მსგავსი შესაძლებლობა აქვთ პირებს, რომლებიც აცრილები არიან „სინოფარმის“ ან სინოვაკის“ ორი დოზით, თუმცა სასწავლო ან ბიზნეს მიზნებისთვის უწევთ საზღვარგარეთ გამგზავრება და კონკრეტულ ქვეყანაში მოთხოვნებია დაწესებული „ფაიზერთან“ დაკავშირებით. ასეთ შემთხვევაში პირმა მესამე ზონით ვაქცინაცია შესაძლებელია, ჩაიტაროს მეორე დოზის მიღებიდან 28 დღეში, თუმცა ამისთვის ამცრელ დაწესებულებაში მოგზაურობასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია და მიზნობრიობა უნდა წარადგინოს, თუ რატომ სჭირდება მას დამატებითი დოზით აცრა.

რაც შეეხებათ მოზარდებს, გაბუნიას განცხადებით, "12-დან 15 წლამდე ბავშვებში, აცრა რეკომენდებულია მხოლოდ ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვებისთვის".

"რაც შეეხება მათ, ვინც პირველი დოზა უცხოეთში ჩაიტარეს, მათ ჩვენ მეორე დოზას შევთავაზებთ," - დასძინა თამარ გაბუნიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S