Accentnews.ge
თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი და ექვსი რეგიონი, სადაც კოვიდ–ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

12/10/2021 06:52:54 საზოგადოება

გასული დღე–ღამის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამოვლენილი კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების მიხედვით, მატების ტენდენცია შეინიშნება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში. კერძოდ:

  • თბილისში გამოვლენილია 1 359 შემთხვევა,
  • აჭარა – 225,
  • იმერეთი – 1 060,
  • ქვემო ქართლი – 256,
  • შიდა ქართლი – 349,
  • გურია – 156,
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 493,
  • კახეთი – 617,
  • მცხეთა-მთიანეთი – 104,
  • სამცხე-ჯავახეთი – 97,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 59.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 27 031 საიდანაც:

  • 4 616 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 563, აჭარაში – 402, იმერეთში – 1 119.
  • ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 042 პირი, მათ შორის, თბილისში – 334, აჭარაში – 77, იმერეთში – 362. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 255 პირი, მათგან თბილისში – 134, აჭარაში – 20, იმერეთში – 30.
  • 749 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 377 – თბილისში, 221 – აჭარაში.
  • 21 666 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
  • საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 71 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 64, ხოლო აჭარაში – შვიდი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 20 698 ადამიანი.

ცნობისთვის: საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 4 774 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 37 პაციენტი გარდაიცვალა, 1 623 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S