Accentnews.ge
რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს

რუსთავის ციხესთან სააკაშვილის მხარდამჭერებმა მდუმარე აქცია გამართეს

11/10/2021 17:05:58 პოლიტიკა, საზოგადოება

"გაათავისუფლე მიშა!" - ამ ლოზუნგით მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა რუსთავის ციხესთან მდუმარე აქცია გამართეს.

დემონსტრანტების თქმით, სააკაშვილი პოლიტპატიმარია და ახლა ის ქართველმა ხალხმა უნდა დაიცვას.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი ციხეში მე-11 დღეა, შიმშილობს. ექს–პრეზიდენტის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, რომ სიტუაცია კრიტიკულია. თავის მხრივ, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება მედიასაშუალებებით გავცრელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

"მიხეილ სააკაშვილი იღებს დანიშნულ მედიკამენტებს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია. სასიცოცხლო მაჩვენებლები არის ნორმაში. კერძოდ: წნევა - 120/90; პულსი - 90; სატურაცია - 97. გლუკოზა - 101mg/dl. როგორც მოშიმშილე, მიხეილ სააკაშვილი მუდმივად იმყოფება სამედიცინო პერსონალის დაკვირვების ქვეშ", - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S