
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 7 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება
07/08/2019 04:16:38 სხვა, საზოგადოება
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ცნობით, კომპანია დღეს წყალმომარაგების ახალ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოების მეოთხე ეტაპს განახორციელებს, რის გამც, 7 აგვისტოს 21:00 საათიდან 8 აგვისტოს დილის 09:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
გლდანის ა მიკრორაიონს, გლდანის I მიკრორაიონს, გლდანის III მიკრორაიონში კორპუსებს: 1,2,3,3ა,3ბ,6,7,7ა,68,68ა,69,70,71,72,73,74,75,76; ვასაძის, ბოჭორიშვილის, ნოზაძის ქუჩებს; ხიზაბავრის ჩიხს; 23-ე პოლიკლინიკას, გლდანი მოლს, გლდანი პლაზას, გლდანის საკოლმეურნეო ბაზარს.