
ავტომანქანა ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა
06/08/2019 11:25:49 სხვა, სამართალი
თბილისში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი დაშავდნენ. შემთხვევა დიღომში მოხდა.
შსს ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა, თავად მძღოლს ტერიტორია არ დაუტოვებია.
დაშავებულები კლინიკაში არიან გადაყვანილი. მცირეწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. , ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება და შესაბამისი პროცედურა უტარდება.
გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.