Accentnews.ge
თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება

06/08/2019 04:00:11 სხვა, საზოგადოება

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 6 აგვისტოს წყალმომარაგება შეუწყდება  


კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, თამარ მეფის ქ. N 51-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 13:00 საათიდან 18:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება სოფელ დიღომში: აღმაშენებლის, მ.მესხის, თამარ მეფის, გორგასლის ქუჩებს.

წყლის მიწოდება შეიზღუდება ისნის რაიონშიც. კომპანია ქ. წამებულის გამზ. N 68-ში ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად რამდენიმე საათის განმავლობაში მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც 12:00 საათიდან 16:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება ისნის რაიონში ქ.წამებულის გამზ. N 68.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოები მოკლე დროში დაასრულოს“, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S