Accentnews.ge
"რუსთავი 2"–ის ადვოკატი სამსახურიდან გაათავისუფლეს

"რუსთავი 2"–ის ადვოკატი სამსახურიდან გაათავისუფლეს

05/08/2019 15:11:37 სხვა, საზოგადოება

"რუსთავი 2"-ის ადვოკატის თამთა მურადაშვილის განცხადებით, ის სამსახურიდან გაათავისუფლეს, თუმცა მიზეზი მისთვის უცნობია.  

როგორც მურადაშვილი ყვება, მას 2 აგვისტოს სალიასთან ჰქონდა შეთანხმება, რომ 5 აგვისტოდან კუთვნილ 24–დღიან შვებულებაში გადიოდა, თუმცა დღეს კომპანიის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი  დაუკავშირდა და შეატყობინა, რომ შვებულების შესახებ განცხადება არ დაკმაყოფილდა და სამსახურიდან გათავისუფლებულია.

ამასთან, როგორც ადვოკატი ამბობს, მას არხზე ახალი დირექტორის მოსვლის შემდეგ კომპანიიდან წასვლის სურვილი არ გამოუთქვამს და მისთვის გადაწყვეტილება აბსოლუტურად მოულოდნელია.

თამთა მურადაშვილი ტელეკომპანიაში 11წლის განმავლობაში მუშაობდა. ამ დროისთვის მურადაშვილი მიზეზების გარკვევას არხის გენდირექტორ პაატა სალიასთან ცდილობს. 

გასულ კვირას “რუსთავი 2” იურისტმა დიმიტრი საძაგლიშვილმა დატოვა. მურადაშვილი ამბობს, რომ მის შემთხვევას საძაგლიშვილის გადაწყვეტილებასთან საერთო არაფერი აქვს.

აღსანიშნავია, რომ ტელეკომპანიის ძველი მენეჯმენტის პირობებში მურადაშვილი და საძაგლიშვილი სტრასბურგში “რუსთავი 2”-ის საქმეზე სახელმწიფოს წინააღმდეგ დაობდნენ, მანამდე კი ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშის წინააღმდეგ მოპასუხე მხარეებს წარმოადგენდნენ ქართულ სასამართლოში. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S