
ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი მოკლული იპოვეს
05/08/2019 12:44:20 სხვა, სამართალი
ოზურგეთში, ერთ-ერთი კორპუსის სადარბაზოში 65 წლამდე მამაკაცი, ოზურგეთის თოჯინების თეატრის მსახიობი და ყოფილი ადმინისტრატორი გია ფარსადანაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
დეტალები ამ დროისთვის უცნობია.