Accentnews.ge
სისხლიანი გარჩევა ბათუმში, დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

სისხლიანი გარჩევა ბათუმში, დაჭრილია ახალგაზრდა კაცი

05/08/2019 06:15:11 სხვა, სამართალი

ბათუმში 25 წლის ბიჭი დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით გორგილაძის ქუჩაზე, ერთ-ერთ საშაურმეში მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაჭრას წინ ქართველებსა და არაბ ტურისტებს შორის ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ახალგაზრდა ფეხის არეში სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის დაჭრილი. იგი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დაწესებულება მან დღეს დატოვა. 

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის ერთი პირი დააკავეს. ის ბრალდებას აღიარებს. 


ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S