Accentnews.ge
კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება

02/08/2019 10:22:20 სხვა, საზოგადოება, რეკლამა

3 აგვისტოდან  კინოთეატრ „ამირანში“, თიბისი სტატუსის მხარდაჭერით, თანამედროვე კინოკლასიკა ბრუნდება.

„ამირანში“ ყოველი თვის დასაწყისი სხვადასხვა რეჟისორის შემოქმედებას დაეთმობა. თიბისი სტატუსისა და  „ამირანის“ ერთობლივი კინოკოლექცია ისეთი რეჟისორების უკვდავი ფილმებით შეივსება, როგორებიც არიან: სტენლი კუბრიკი, პოლ ტომას ანდერსონი, ალფრედ ჰიჩკოკი, მიქელანჯელო ანტონიონი, ტიმ ბარტონი, ტერენს მალიკი, მილოშ ფორმანი, ვიმ ვენდერსი, ინგმარ ბერგმანი, ვუდი ალენი და სხვა.

3 აგვისტოს კინოკოლექცია კვენტინ ტარანტინოს ფილმების მარათონით გაიხსნება. ფილმის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, ტარანტინოს შემოქმედებაზე აუდიტორიის წინაშე კინომცოდნე - თეო ხატიაშვილი ისაუბრებს.

აფიშა:

·  3 აგვისტო - „კრიმინალური საკითხავი“

· 4 აგვისტო - „ჯეკი ბრაუნი“

·  5 აგვისტო - „უსახელო ნაბიჭვრები“

·  6 აგვისტო-მოკალი ბილი  (ნაწილი 1); მოკალი ბილი (ნაწილი 2)

კინოსეანსები ინგლისურ ენაზე ჩატარდება.

ბილეთის ფასი 15 ლარია, ერთთვიანი აბონიმენტის კი - 50 ლარი.

თიბისი სტატუსის მომხმარებლები ბილეთის შეძენისას 20%-იანი ქეშბექით ისარგებლებენ.

ყოველი სეანსი 21:00 საათზე დაიწყება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S