
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
02/08/2019 09:38:06 სხვა, საზოგადოება
ხვალიდან საქართველოს ცალკეულ რაიონებში ნალექიან ამინდს პროგნოზირებენ. კერძოდ, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 3 აგვისტოს შავი ზღვის სანაპიროზე დილის საათებში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევარში კი გამოიდარებს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, წვიმაა მოსალოდნელი კახეთის ზოგიერთ რაიონში, აგრეთვე სტეფანწმინდა, გუდაურის მიდამოებში და ახალქალაქში, წალკასა და ბაკურიანში.
4 აგვისტოს მოსალოდნელია ტემპერატურის მომატება და უნალექო ამინდი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. დასავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურა 35, აღმოსავლეთ საქართველოში კი 37 გრადუსი იქნება.