
ლაგოდეხში ტურისტი დაიღუპა
01/08/2019 18:20:23 სხვა, სამართალი
ლაგოდეხში, გურგენიანის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ნინოსხევში გერმანელი ტურისტი ჩავარდა. შუახნის მამაკაცი ადგილზეგარდაიცვალა. მამაკაცის ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.