Accentnews.ge
ილია მეორე: "ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი აშშ-ისა და მთელი მსოფლიოსი"

ილია მეორე: "ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი აშშ-ისა და მთელი მსოფლიოსი"

08/09/2021 13:51:41 პოლიტიკა, საზოგადოება

ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დელეგაციის წევრები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვდნენ.

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, კონგრესმენებმა მადლობა გადაუხადეს პატრიარქს გულთბილი მიღებისათვის.

„შეხვედრაზე საუბარი შეეხო აშშ-საქართველოს, როგორც მეგობარი ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების საკითხს. სტუმრებმა აღნიშნეს, რომ შეხვედრაზე წამოჭრილი თითოეული პრობლემა და წუხილი აუცილებლად იქნება მიწოდებული აშშ-ის შესაბამისი უწყებებისადმი; ამასთან, დასძინეს, რომ ისინი ძალ-ღონეს არ დაიშურებენ „ქართულ-ამერიკული მეგობრობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის“, - იუწყება საპატრიარქო.

შეხვედრის დასასრულს ილია მეორემ კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა ყურადღებისათვის, თანადგომისა და მხარდაჭერისათვის.

„ღმერთი იყოს მფარველი და მაკურთხებელი ამერიკის შეერთებული შტატებისა და მთელი მსოფლიოსი“, - განაცხადა პატრიარქმა.

კონგრესმენთა დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ კონგრესმენები: ალექს ქსავიერ მუნი (დასავლეთი ვირჯინია), ბრაიან ჯორჯ სტილი (ვისკონსინი), კელი მაიკლ არმსტრონგი (ჩრდ. დაკოტა), კეროლ დევინ მილერი (დასავლეთი ვირჯინია) და რონალდ ჯინ ესტესი (კანზასი), ასევე, აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს საპატიო კონსული ქ. სან-დიეგოში მელორ წიფურია.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან შეხვედრას ესწრებოდნენ: ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე (შარაშენიძე), გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა), ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

კონგრესმენთა დელეგაციის ოფიციალური მასპინძელი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილია. კონგრესმენების ვიზიტი აშშ-საქართველოს მეგობრობის ასოციაციის მიერ არის ორგანიზებული.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S