Accentnews.ge
ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა

ბიოლოგ ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა

31/07/2019 17:20:11 სხვა, სამართალი

ღია საზოგადოების ფონდში 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ბეჟან ლორთქიფანიძის მხარდასაჭერად შეხვედრა გაიმართა. 

„მოვითხოვთ, რომ სააპელაციო სასამართლომ გადახედოს საქმეს და პატიმრობა შეუცვალოს სხვა ტიპის აღკვეთის ღონისძიებით. ვფიქრობ, ეს პატიმრობა არის სრულიად უსაფუძვლო, არასაჭირო და არააუცილებელი, რადგან ბეჟანი არის პიროვნება, რომელიც არასოდეს დაემალება მართლმსაჯულებას და ითანამშრომლებს გამოძიებასთან. აქ შეკრებილი საზოგადოების მოთხოვნაა, როგორმე ხმა მივაწვდინოთ სააპელაციო სასამართლოს“, – განაცხადა შეხვედრის მონაწილემ, „ნაკრესის“ გამგეობის თავმჯდომარემ ირაკლი შავგულიძემ.

ცნობისთვის: 20–21 ივნისის მოვლენების საქმეზე დაკავებულ  ბეჟან ლორთქიფანიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.  დაცვის მხარემ საქალაქო სასამრთლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S