
თოდუას კლინიკასა და ბათუმის უნივერსიტეტში გამნაღმველები ამ დრომდე მუშაობენ
31/07/2019 17:30:49 სხვა, სამართალი
თბილისში, თოდუას კლინიკასა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტში გამნაღმველები ამ დრომდე მუშაობენ.
ამის შესახებ „აქცენტს“ შსს–ში განუცხადეს.
დაახლოებით სამი საათის წინ უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ და ასევე თოდუას კლინიკის ადმინისტრაციამ ელექტრონულ ფოსტაზე მიიღო შეტყობინება შენობაში ნაღმის არსებობის შესახებ.