
რა დახმარებას სთავაზობს სახელმწიფო კახელებს, რომელთა ვენახები სტიქიამ დააზიანა ან გაანადგურა
30/08/2021 07:49:30 პოლიტიკა, საზოგადოება
სახელმწიფო დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის, შავ ყურძენში, საფერავში – 1 ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში 3000 ლარს გადავუხდით, – ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სახელმწიფო, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი რესურსით აღადგენს ვენახსა თუ ხეხილის ბაღს.
„მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იყო საკმაოდ მძიმე სტიქია კახეთში, 5 000 ჰექტარი მიწის ფართობი დაისეტყვა. დაზიანდა ძალიან ბევრი ვენახე, ხეხილის ბაღეი. ჩემი დავალებით, ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი იყო ადგილზე ჩასული, ასევე რეგიონების ხელმძღვანელი. გუბერნატორებთან ერთად შეიქმნა ოპერატიული შტაბი და ადგილზე გადაუწყვიტეს ჩვენს მოსახლეობას, მოუგვარეს პრობლემა. კერძოდ, დაზიანებულ თეთრ ყურძენში 80 თეთრს გადაიხდის სახელმწიფო, შავ ყურძენში, საფერავში – 1 ლარს, ვისაც სრულად გაუნადგურდა ფართობები, ჰექტარში სამი ათას ლარს გადავუხდით. ასევე მინდა ვთქვა, რომ ვისაც აღდგენა დასჭირდება, იქნება ეს ვენახი თუ ხეხილის ბაღი, სახელმწიფო საკუთარი ხარჯით აღუდგენს“, – განაცხადა პრემიერმა.
27 აგვისტოს კახეთში ძლიერი სეტყვა იყო, რამაც მოსახლეობას ვენახები და ბაღები გაუნადგურა.