
"სტერეო +": „რუსთავი 2“ ეროვნული მაუწყებლობიდან არ გაითიშება"
31/07/2019 11:26:11 სხვა, საზოგადოება
„რუსთავი 2“-ის ეროვნული მაუწყებლობიდან გათიშვის საკითხი დღის წესრიგიდან ამოღებულია, - ამის შესახებ ინფორმაციას სტერეო + ავრცელებს.
მისი ცნობით, ტელეკომპანიამ პირველი კერძო მულტიპლექს ოპერატორის სტერეო +-ის ანგარიშზე თანხა ჩარიცხა.
შეგეხსენებთ, „რუსთავი 2“-ის, „ტვ პირველისა“ და „ერთსულოვნების“ შესაძლო გათიშვის შესახებ სტერეო +-მა გაავრცელა განცხადება და დავალიანების დაფარვისთვის აღნიშნულ კომპანიებს ვადა 1 აგვისტოს დღის ბოლომდე მისცა.