
საქართველოდან ოსკარზე უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაზე "შინდისი" გაიგზავნება
31/07/2019 11:08:54 სხვა, საზოგადოება
ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოვების 92-ე ცერემონიალზე, უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში წარსადგენად საქართველოდან დიტო ცინცაძის შინდისი გაიგზავნება.
ამერიკის კინოაკადემიამ, ტრადიციულად, თხოვნით მიმართა ეროვნულ კინოცენტრს, შეერჩია 2020 წლის კანდიდატი ფილმი საქართველოდან ოსკარის ნომინაციისთვის - საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი.
ეროვნულმა კინოცენტრმა კანდიდატი ფილმის შესარჩევად განაცხადების მიღება 2 ივლისს დაიწყო. ფილმების მიღების ბოლო ვადა 2019 წლის 26 ივლისს ამოიწურა.
შესარჩევ ასევე მონაწილეობდა ფილმები: ნინო ჟვანიას "აღლუმი", მარი გულბიანის დოკუმენტური ფილმი "სანამ მამა დაბრუნდება", დიმიტრი ცინცაძის "ჩაისუნთქე-ამოისუნთქე", გიგიშა აბაშიძის "მეზობლები".