
თუშეთში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპული მეშვიდე ადამიანის ცხედარს მიაგნეს
31/07/2019 07:35:28 სხვა, სამართალი
მაშველებმა მდინარე სტორში მიაკვლიეს თუშეთში, ავტოავარიის შედეგად დაღუპული ახალგაზრდის ცხედარს.
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია 27 ივლისიდან მიმდინარეობდა. მასში ჩართული იყვნენ მყვონთავებიც.
თუშეთში 27 ივლისს მომხდარი ავტოავარიის შედეგად სულ 7 ადამიანი დაიღუპა.
გამოძიების წინასწარი ვერსიით, ომალოსკენ მოძრავი „კამაზის“ მძღოლმა ვერ უზრუნველყო ავტომანქანის უსაფრთხო მართვა, გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.