
"გლდანის ხიდებზე" ერთმანეთს რამდენიმე მანქანა შეეჯახა
31/07/2019 06:57:11 სხვა, სამართალი
თბილისში, ე.წ. გლდანის ხიდებზე ერთმანეთს რამდენიმე ავტომობილი შეეჯახა. შსს–ს ცნობით, შემთხვევის შედეგად სამი ავტომანქანა დაზიანდა, თუმცა არავინ დაშავებულა.
ავტოავარიის გამო დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში ხიდებზე მოძრაობა პარალიზებული იყო.