Accentnews.ge
თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

თბილისის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

31/07/2019 03:54:07 სხვა, საზოგადოება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დიდუბის რაიონში, წერეთლის გამზ. N55-ში, წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რის გამოც 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება დიდუბის რაიონში: კედიას ქუჩას, წერეთლის გამზ. N55-ის კორპუსებს და თევდორე მღვდლის ქ. N48 კორპუსს.

წყლის მიწოდება შეიზღუდება ვაკის რაიონშიც. კომპანია ყიფშიძის ქ. N20-თან , წყალმომარაგების ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დილის 09:00 საათიდან 21:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება ვაკის რაიონში: საჯაიას, თ.აბულაძის, ვ.გაბაშვილის N12, 12ა; ყიფშიძის ქN14, 5ა, 5ბ; ჭავჭავაძის გამზ N37; ნ.რამიშვილის ქN31-პოლიციის შენობას.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებლებს და შეეცდება, სამუშაოების ჩატარება მოკლე დროში დაასრულოს”, – აცხადებენ კომპანიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S