"დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით, დავიწყებ კარდაკარ სიარულს"
18/08/2021 11:49:26 პოლიტიკა
ოპოზიციის მერობის კანდიდატი ნიკა მელია და "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მცხეთის მაჟორიტარობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი მცხეთაში მხარდამჭერებს შეხვდნენ. უდუმაშვილის თქმით, იგი დღეიდან იწყებს კარდაკარ სიარულს, როგორც მცხეთაში, ასევე სოფლებში.
"ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ მოსახლეობას ვესაუბროთ ამ არჩევნების მნიშვნელობაზე, არამხოლოდ იმაზე, კონკრეტულ სოფელს რა პრობლემები გააჩნია, არამედ ზოგადად რა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს. ის პრობლემები რომ მოგვარდეს, რაც თითოეულ მოსახლეს გააჩნია, ამისთვის აუცილებელია, რომ ხელისუფლება შეიცვალოს და 2 ოქტომბერს ოპოზიციამ გამარჯვება იზეიმოს. დარწმუნებული ვარ ეს აუცილებლად მოხდება, ამიტომ დღეიდან ვერთვებით ბრძოლაში, ვიშლებით მთელი საქართველოს მასშტაბით ყველა კანდიდატი და 2 ოქტომბერს აუცილებლად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - აცხადებს უდუმაშვილი.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


