Accentnews.ge
ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა - სია

ოპოზიციამ თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა - სია

17/08/2021 09:13:16 პოლიტიკა

ოპოზიციურმა პარტიებმა თბილისში მაჟორიტარობის საერთო კანდიდატები წარადგინა. კანდიდატები დასახელდნენ "გირჩი-მეტი თავისუფლებიდან", "ევროპული საქართველოდან" და "დროადან".

შეგახსენებთ, რომ საერთო ოპოზიციური შეთანხმების საფუძველზე ენმ-მ თბილისში მაჟორიტარობის კანდიდატები არ დაასახელა.

"გირჩი - მეტი თავისუფლების" მხრიდან კანდიდატები დასახელდა თბილისის 4 მაჟორიტარულ ოლქში:

  • მთაწმინდა - თენგო კირთაძე;
  • საბურთალო - ბორის ყურუა;
  • დიდუბე - ნიკა მოსიაშვილი;
  • ნაძალადევი - ბადრი გრიგალაშვილი;

თბილისის ვიცე მერობის კანდიდატი - ცოტნე კობერიძე.

"ევროპული საქართველოს" კანდიდატები იქნებიან:

  • ჩუღურეთი - გიორგი ნონიაშვილი;
  • ისანი - ბესო დონაძე;
  • სამგორი - დავით ჟღენტი.

"დროას" მაჟორიტარობის კანდიდატები იქნებიან:

  • ვაკე - ბათუ ქუთელია;
  • კრწანისი - თამაზ ახობაძე;
  • გლდანი - ელენე ხოშტარია.

ოპოზიციის თბილისის მერობის საერთო კანდიდატი ნიკა მელია, საკრებულოს თავმჯდომარეობის ელენე ხოშტარია, ხოლო ვიცე მერობის ცოტნე კობერიძეა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S