"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ბელარუსთან ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება"
16/08/2021 15:40:12 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, გააუქმოს ბელარუსის სუს–თან დადებული შეთანხმება
"მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, გააუქმოს ინფორმაციის გაცვლის შეთანხმება სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის. ლუკაშენკოს 2020 წლის 9 აგვისტოს გაყალბებული არჩევნების შემდეგ უკანონოდ აქვს მიტაცებული ძალაუფლება. ბელარუსიდან დევნილი პირები საქართველოში უსაფღთხოდ უნდა გრძნობდნენ თავს", - წერს ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში.


